Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის სამხრეთით დამოუკიდებლობის რეფერენდუმისათვის ემზადებიან


სუდანის სამხრეთით დღეს იწყება ამომრჩეველთა რეგისტრაცია რეფერენდუმისათვის, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის დაყოფა გამოიწვიოს. მანამდე სუდანის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ლიდერები შეთანხმდნენ საზღვრების დემარკაციის შესახებ და საშუალება მისცეს სუდანელებს თავისუფლად აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 9 იანვარსაა დანიშნული. მისი ჩატარება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომელიც 2005 წელს დაიდო და რომელმაც სამოქალაქო ომი დაასრულა. ელიან, რომ სამხრეთ სუდანის მოსახლეობის უმრავლესობა დამოუკიდებლობას მისცემს ხმას.
XS
SM
MD
LG