Accessibility links

logo-print

კლინტონი ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას იცავს, კარზაის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია შეაქო, როგორც „მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე“ მას შემდეგ, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ სასურველია, ამერიკელი სამხედროები ნაკლებად ჩანდნენ ავღანეთში, რადგან მათი იქ ყოფნა ავღანელებს ამბოხებაში მონაწილეობისაკენ უბიძგებს. კარზაიმ ეს შეფასება გამოთქვა ინტერვიუში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ჰილარი კლინტონის დღევანდელი განცხადებით, შეერთებული შტატები ითვალისწინებს კარზაის კრიტიკას, თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ტაქტიკა წარმატებულია. დღეს, უფრო ადრე, ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, რომ "განცვიფრებული და განაწყენებულია" კარზაის მოწოდებით, შეიკვეცოს სამხედრო ოპერაციის მასშტაბი.
XS
SM
MD
LG