Accessibility links

logo-print

ირანის და აზერბაიჯანის ლიდერები კავშირების განმტკიცებაზე საუბრობენ


ირანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართული შეხვედრისას განაცხადეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ წინსვლას განიცდის. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაჰმუდ აჰმადინეჟადსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ენერგეტიკის და სატრანსპორტო სექტორებს ეხება. მოლაპარაკების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ხუთშაბათს კასპიის ზღვის აუზის ხუთი ქვეყანა - აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, რუსეთი და თურქმენეთი - სამიტს გამართავს.
XS
SM
MD
LG