Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკფოლი: ობამას მედვედევთან „გრძელი და რთული“ საუბარი ქონდა უფლებების საკითხზე


რუსეთის საკითში ბარაკ ობამას მთავარი მრჩეველი, მაიკლ მაკფოლი, ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს „ძალიან გრძელი და რთული“ საუბარი ქონდა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან რუსეთში ბოლო პერიოდში მომხდარი თავდასხმების გამო ჟურნალისტებზე. მაკფოლის თანხმად, შეხვედრა სამშაბათს, იაპონიაში შედგა - აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის კულუარებში. მაკფოლი ამ განცხადებით გამოვიდა დოკუმენტური ფილმის - „სამართალი სერგეისთვის“ - პრემიერაზე აშშ-ში. ფილმი რუსი ანტიკორუფციული ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმეს ასახავს, რომელიც ერთი წლის წინ ციხეში გარდაიცვალა - სამედიცინო დახმარებაზე მიღებული უარის გამო.
XS
SM
MD
LG