Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში გაათავისუფლეს სატირული ვიდეოს ავტორი მეორე ბლოგერიც


აზერბაიჯანში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გათავისუფლებულ იქნეს მეორე ბლოგერიც, ემინ მილი, წინა დღით პატიმრობიდან ბლოგერ ადნან ჰაჯიზადეს გათავისუფლების შემდეგ. ორივე 2009 წლის ნოემბერში გაასამართლეს ხულიგნობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ივლისში დააკავეს ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო. ჰაჯიზადეს 2 წლით, მილის კი 2,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. უცხოეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბლოგერების დაპატიმრებას, რის ნამდვილ მიზეზადაც თვით ბლოგერები მათს მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს მიიჩნევენ. ჰაჯიზადემ და მილიმ ინტერნეტში გამოაქვეყნეს სატირული ვიდეო, რომელიც მთავრობას აშარჟებს: ნაჩვენებია ვირად შემოსილ მამაკაცი, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG