Accessibility links

ლისაბონში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა


პარასკევს ლისაბონში, ნატოს სამიტის კულუარებში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის, პირველი ორმხრივი შეხვედრა. როგორც ქართული დელეგაციის წევრებმა უთხრეს ჩვენს რადიოს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა. საუბარი იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე; ასევე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაზე. საქართველოს დელეგაციის თანახმად, შეხვედრაზე აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG