Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მზადაა ავღანეთში დამატებითი ინსტრუქტორების გასაგზავნად


საქართველო მზადაა უფრო ღრმად ითანაშრომლოს ნატოსთან ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების საკითხებში და ასევე გაგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად, - ამის თაობაზე ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გეგა მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვართ მზად, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ალიანსს ტრანზიტის ფუნქციების უკეთ განხორციელებაში, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ასევე ჩვენ მზად ვართ, რომ გარკვეული დახმარება გავუწიოთ ალიანსს წვრთნის პროცესში. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მომზადებული იქნება ავღანეთის პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, რათა თავის თავზე აიღონ 2014 წლისათვის ქვეყნის სრულად მართვის პასუხისმგებლობა“.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული მზადყოფნა ოფიციალურად დაადასტურა ავღანეთის შესახებ ლისაბონის სამიტზე გამართულ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა და წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს ISAF-ში. ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 975-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG