Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია არსენიშვილი მიწას მიაბარეს


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი პარლამენტის წევრს უაღრესად დადებითად იხსენებდნენ და აღნიშნავენ, რომ არსენიშვილი იყო უკეთილშობილესი ადამიანი და მისი დაკარგვა უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
გია არსენიშვილი, 17 ნოემბერს, 68 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. არსენიშვილი პოლიტიკაში მეცნიერებიდან მოვიდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. 2001 – 2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. 2008 წლის ივნისში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
XS
SM
MD
LG