Accessibility links

ჩინეთი და რუსეთი ეკონომიკურ თანამშრომლობას აფართოებენ


ჩინეთის პრემიერი ვენ ძიაბაო დღეს რუსეთში გამართავს მოლაპარაკებებს. მისი ვიზიტის მიზანია ჩინეთისთვის გაზის ფასზე შეთანხმების მიღწევა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოება. ანალიტიკოსთა აზრით, ვენ ძიაბაოს ვიზიტი ხაზს უსვამს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ დაახლოებას. ჩინეთის პრემიერი ეწვევა აგრეთვე ტაჯიკეთს და მონაწილეობას მიიღებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში.
XS
SM
MD
LG