Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ექსპერტების განცხადებით, ბელორუსმა ჟურნალისტმა ოლეგ ბიაბენინმა თავი ჩამოიხრჩო


სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელიც ეუთოს დავალებით ჩატარდა ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ოლეგ ბიაბენინის სიკვდილის მიზეზის დასადგენად, დაასკვნა, რომ ჟურნალისტმა თავი ჩამოიხრჩო, რასაც ბელორუსიის ხელისუფლებაც აცხადებს. ოლეგ ბიაბენინი სექტემბერში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბელორუსიაში შვედი და ნორვეგიელი ექსპერტები ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც მინსკი დათანხმდა ეუთოს წინადადებას, გამოეკვლია ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზი. ბელორუს ოპოზიციონერებში ეჭვს იწვევდა განცხადება, რომ ბიაბენინმა თავი მოიკლა. მაგრამ ექსპერტების განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა ეუთომ, ნათქვამია, რომ ოლეგ ბიაბენინის სიკვდილის მიზეზი იყო თვითმკვლელობა თავის ჩამოხრჩობის გზით და ექსპერტების შეფასებით, არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ბიაბენინი სიკვდილის შემდეგ ჩამოკიდეს.
XS
SM
MD
LG