Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე იეჟი ბუზეკმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ევროპის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. ის მიესალმა სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველო უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოყენებაზე და დიალოგს სთავაზობს მოსკოვს. ბუზეკმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის დადებითი გამოხმაურება მოჰყვება ამ წინადადებას. გარდა ამისა, ბუზეკმა შეაქო საქართველოს მიერ ბოლო შვიდი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები, თუმცა მიუთითა არსებულ პრობლემებზეც, მათ შორის მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე და გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესი.
XS
SM
MD
LG