Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციის ნაწილი ხალხის იმედგაცრუებასა და ნდობით სპეკულირებაში დაადანაშაულა


”ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციის ნაწილი ხალხის იმედგაცრუებასა და ნდობით სპეკულირებაში დაადანაშაულა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარმომადგენლობითი სახალხო კრების გამო, დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, კრების ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი ხალხის წინაშე სააკაშვილზე არანაკლებ დანაშაულს სჩადის. რაც შეეხება ქართულ პარტიას, ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ საკმარისი ძალის შესაძენად, რამდენიმე თვე სჭირდება.
XS
SM
MD
LG