Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში დაშავდა


ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "დილა მშვიდობისა, საქართველოს” ჟურნალისტი ანი გიუნტერი თბილისის იპოდრომიდან ჩართვისას ცხენიდან გადმოვარდა. ტელეკომპანიამ ჩართვა შეწყვიტა, თუმცა ჟურნალისტი ეთერში ნახევარი საათის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან დაბრუნდა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ, ირაკლი რუხაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ანი გიუნტერს სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა და წინასწარი დათვალიერებით, მხოლოდ ერთი თითი აქვს მოტეხილი.
XS
SM
MD
LG