Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ეუთოს სამიტზე გამოვიდა მოწოდებით, გააქტიურდეს ამ ორგანიზაციის როლი მსოფლიოში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოდის მოწოდებით, უფრო მტკიცე მხარდაჭერა მიეცეს ეუთოს, ამ ორგანიზაციის სამიტზე კონკრეტული სამოქმედო გეგმის დამტკიცებით. ამ მოწოდებით კლინტონი გამოვიდა ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) სამიტზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობს. მანვე ეუთოს მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს ავღანეთში და ხელი შეუწყოს მსოფლიოში უფლებადამცავი ორგანიზაციების პოზიციის გამყარებას. ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს დაიწყო ასტანაში, უმაღლეს დონეზე ეუთოს პირველი შეკრებაა ბოლო 11 წლის მანძილზე. ყაზახეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც 56-წევრიანი ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა ერგო.
XS
SM
MD
LG