Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსის“ ინფორმაციით, აშშ შეშფოთებულია პაკისტანის ბირთვული მასალით


„ვიკილიკსის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების საიდუმლო დიპლომატიური გზავნილებიდან ჩანს, რომ დასავლეთი შეშფოთებულია ისლამისტი ექსტრემისტების მიერ პაკისტანის ბირთვული მასალის ხელში ჩაგდების საფრთხით. ამასთან, ამერიკელებში ეჭვს იწვევს პაკისტანის სუსტი სამოქალაქო ხელისუფლების უნარი, გაუმკლავდეს ამ საფრთხეს. ინტერნეტპორტალმა „ვიკილიკსმა“ და რამდენიმე ავტორიტეტიანმა გამოცემამ, რომლებთანაც ის თანამშრომლობს, ორშაბათს გაავრცელეს 250 000-მდე საიდუმლო დიპლომატიური გზავნილი - ნაწყვეტები შეერთებული შტატების საელჩოების დიპლომატიური ფოსტიდან, რასაც ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ამასობაში, ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა "ვიკილიკსის" დამაარსებელ ჯულიან ასანჟზე. ასანჟის დაკავებას შვედეთი ითხოვს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანის საფუძველზე. ასანჟის ადგილსამყოფელი უცნობია. ის უარყოფს ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG