Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, დროა გააქტიურდეს ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად


ასტანაში ეუთოს სამიტთან დაკავშირებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელებმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან ერთად გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დადგა დრო, მიღებულ იქნეს გადამწყვეტი ზომები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ კონტექსტში მიუთითებენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 2008 და 2010 წლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებს, რომლებშიც აღნიშნულია მათ შორის მიღწეული შეთანხმება, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით, რაც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს და ერთადერთი გზაა რეგიონის ხალხებს შორის შერიგების პროცესის ხელშესაწყობად. დღეს გავრცელებული განცხადება კეთდება ასტანაში მიმდინარე სამიტზე ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქსიანის სახელით. ეუთოს თანათავმჯდომარე ქვეყნები მხარდაჭერას ჰპირდებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისას.
XS
SM
MD
LG