Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაგამჭვირვალობაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს


პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მედიაგამჭვირვალობის შესახებ პროექტებზე იმსჯელებს.
მედიაგამჭვირვალობასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი პროექტი არსებობს, მათგან ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, მეორე კი მედიაექსპერტების მიერაა მომზადებული. პარლამენტში გუშინ გამართული კონსულტაციებისას უმრავლესობის წევრები და "ქრისტიან-დემოკრატები" შეთანხმდნენ, რომ მედიაექსპერტების მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტიდან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დეტალები განსახილველად საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების პროექტი ჯერჯერობით არ განიხილება. დანარჩენ საკითხებზე კი დეპუტატები დღეს იმსჯელებენ და ორივე ინიციატივის გაერთიანებას შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG