Accessibility links

რუსეთმა პოლონეთს გადასცა კატინში 1940 წლის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი


რუსეთმა პოლონეთს გადასცა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების მორიგი წყება, ვარშავაში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს 20 ათასამდე პოლონელი ოფიცრისა და საზოგადო მოღვაწის დახოცვა მრავალი წელია დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორი ორმხრივ ურთიერთობაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დოკუმენტების გადაცემას "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა და დასძინა, რომ ვარშავას სურს, მოიპოვოს მთელი მასალა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG