Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ავღანელ კოლეგას ესაუბრა, ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტისას


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაის ესაუბრა ავღანეთში ვიზიტისას, რომლის შესახებაც წინასწარ არ იყო ცნობილი. ობამა ტელეფონით ელაპარაკა კარზაის ქაბულთან მდებარე ბაგრამის საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ, რაც გაუქმდა ქაბულში ობამას ვერტმფრენით ჩაყვანის გეგმა. ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან მისიას. საქმე ეხება ავღანეთში ობამას მეორე ვიზიტს, რომლის ფონსაც ქმნის თეთრი სახლის მზადება ავღანეთში სამხედრო სტრატეგიის შეფასების გამოსაქვეყნებლად.
XS
SM
MD
LG