Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოლაპარაკებას სამშაბათს განაახლებენ


ჟენევიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ წარმოებული მოლაპარაკების პირველი დღე დასრულდა. დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოლაპარაკება - რომელიც წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში პირველად იმართება - სამშაბათს განახლდება. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლების დელეგაციას. დასავლეთში იმედი აქვთ, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალილისთან ორდღიან მოლაპარაკებაზე შეძლებენ, წინსვლას მიაღწიონ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების მიმართულებით. თეირანს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს ურანის გამდიდრებას, ამ მასალის ბირთვული იარაღისთვის გამოყენების საფრთხის გამო. თუმცა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა კვირას განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებაზე არ განიხილავენ ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღების საკითხს. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG