Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონის განცხადებით, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა, გაისად დაიწყონ ავღანეთიდან გასვლა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა შესალოა, მომავალი წლიდან დაიწყონ ავღანეთიდან გასვლა. კამერონი ამ განცხადებით გამოვიდა დღეს, ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტისას, როცა ის ბრიტანულ სამხედრო ბაზას ეწვია. მოგვიანებით კამერონმა ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ავღანეთში წელს მიღწეული „ნამდვილი პროგრესი“ 2011 წელს „შეუქცევადი“ უნდა გახდეს. ბრიტანეთი 9500-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში. სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაშია განთავსებული. ადრე კამერონი ემხრობოდა გეგმას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის საბრძოლო შენაერთები 2015 წლამდე უნდა გავიდნენ ავღანეთიდან.
XS
SM
MD
LG