Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია აფეთქებების გამო პასუხისმგებლობას კვლავ ხელისუფლებას აკისრებს


ლეიბორისტული პარტია თბილისში მომხდარი აფეთქებების გამო პასუხისმგებლობას კვლავ ხელისუფლებას აკისრებს. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ,. რომელმაც 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დააზიანა ლეიბორისტთა ოფისიც. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ "ისეთი ქვეყნის დედადაქალაქში, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანის ნებისმიერი სატელეფონო ზარი და მოქმედება ტოტალურად კონტროლდება, შეუძლებელია რომელიმე ტერორისტულმა, ან დივერსიულმა დაჯგუფებამ ხელისუფლების მფარველობის გარეშე იმოქმედოს".
XS
SM
MD
LG