Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში ცეცხლი წაუკიდეს მმართველი პარტიის მთავარ ოფისს


ჰაიტიდან გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მმართველ პარტია INITE-ს მთავარ ოფისს. ჰაიტელების ნაწილში პროტესტს იწვევს გადაწყვეტილება, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ რენე პრევალის პროტეჟე, ჟუდ სელესტენი. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, სელესტენი მეორე ადგილზე გავიდა და, მოპოვებული ხმების რაოდენობით, მარტო ყოფილ პირველ ლედის, მირლანდ მანიგას ჩამორჩება. სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. მაგრამ იმ გარემოებამ, რომ არჩევნებში სელესტენმა აჯობა მეტად პოპულარულ კანდიდატს, ენტერტეინერ მიშელ მარტელის, გააჩინა ეჭვი, რომ ჰაიტიში არჩევნები გაყალბდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამშაბათს საღამოს რამდენიმე ქალაქში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. უკმაყოფილება მიმართულია მმართველი პარტიისკენ, რომელიც, დემონსტრანტების აზრით, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG