Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაუთის მახლობლად მდებარე მიხაილ გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენცია რუსეთს გადაეცემა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადაასტურა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენცია, რომელიც გუდაუთის მახლობად მდებარეობს, რუსეთს გადაეცემა. სერგეი ბაღაფშმა სააგენტო ინტერფაქსს დღეს განუცხადა, რომ ამჟამად სოხუმი და მოსკოვი ამზადებენ შესაბამის შეთანხმებას, რომელსაც პარლამენტის მხრიდან რატიფიკაცია დასჭირდება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთისთვის კიდევ რამდენიმე შენობის გადაცემის შესახებ, ბაღაფშმა განმარტა, რომ საუბარია ორ ობიექტზე - სანატორიუმ ”გაგრაზე,” რომელიც თავის დროზე ლავრენტი ბერიას აგარაკი იყო და ბიჭვინთაში, ნიკიტა ხრუშჩოვის ყოფილ სახელმწიფო აგარაკზე.
XS
SM
MD
LG