Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზსადენის გაყვანის შესახებ


თურქმენეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსნაციონალური გაზსადენის გაყვანას ინდოეთში თურქმენეთის გაზის საექსპორტოდ. აშხაბადში ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თურქმენეთის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტები, ინდოეთი კი ენერგეტიკის მინისტრით იყო წარმოდგენილი. სამიტის დაწყებამდე, თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ 1700-კილომეტრიანი გაზსადენის პროექტი შეესატყვისება თურქმენეთის „ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელიც არის სტაბილურობის ფაქტორი ენერგეტიკის ევროპულ და აზიურ ბაზრებს შორის ბალანსის შენარჩუნებისას“. გეგმით, ახალ გაზსადენში, რომელსაც TAPI-ის უწოდებენ, წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის. იმედოვნებენ, რომ მშენებლობა 2014 წლამდე დასრულდება, თუმცა რახან TAPI-მ ავღანეთზეც უნდა გაიაროს, იქ არსებული არასტაბილური ვითარება ქმნის საფრთხეს, რომ პროექტი დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდება.
XS
SM
MD
LG