Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგსა და ჰელსინკის შორის მიმოსვლა დაიწყო ჩქაროსნულმა მატარებელმა „ალეგრომ“


პეტერბურგსა და ჰელსინკის შორის მიმოსვლა დაიწყო ფრანგული წარმოების ჩქაროსნულმა მატარებელმა „ალეგრომ“. მატარებლის იმ შემადგენლობის პირველ მგზავრებს შორის, რომელმაც დღეს დატოვა ჰელსინკი, იყვნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი. „ალეგრო“ სამსაათნახევარში ფარავს ორ ქალაქს შორის მანძილს და საათში 220 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. აქამდე პეტერბურგსა და ჰელსინკის შორის მატარებლით მგზავრობას ექვს საათზე მეტი სჭირდებოდა.
XS
SM
MD
LG