Accessibility links

logo-print

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დევნილთა გამოსახლების შეჩერებას მოითხოვს


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ, მთავრობას მოსთხოვა დევნილთა გამოსახლების "სამარცხვინო პროცესის” შეჩერება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვლვილთა სამინისტრო დევნილებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენს და საახალწლოდ გამოსახლებას უპირებს. დავითაიამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის დეტალურად ინფორმირებას აპირებს. პაატა დავითაიას პარტია ”ჩვენ თვითონ" პასუხისმგებლობას აკისრებს არა კონკრეტულად მინისტრ კობა სუბელიანის, არამედ მთავრობას, რადგან პარტიის შეფასებით, დევნილებისადმი დამოკიდებულება მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიას არღვევს.
XS
SM
MD
LG