Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: არჩევნებზე მეთვალყურეები შეიძლება ძალით გავაძევოთ


ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი მეთვალყურეები შეიძლება ძალით გააძევონ. მან სახელმწიფო ტელევიზიით თქვა, რომ მეთვალყურეებმა უნდა „უცქირონ პროცესს და არა ინსტრუქციები გასცენ“. პოლიტოლოგები მოელიან, რომ ლუკაშენკო კვირის საპრეზიდენტო არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს. მისი ცხრა მეტოქის მიმართ ტარდებოდა რეპრესიები, მათ არ ეძლეოდათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირის მსგავსად, მოითხოვა, ბელორუსიის არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. ბელორუსიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, არჩევნებს ათასამდე უცხოელი და ხუთი ათასამდე ადგილობრივი მეთვალყურე დააკვირდება.
XS
SM
MD
LG