Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი სასამართლოში იჩივლებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო


კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ჰაშიმ ტაჩიმ, განაცხადა, რომ მისი მიმართ წაყენებული ბრალდების გამო, რომ ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩაბმული, სასამართლოს მიმართავს. ევროპის საბჭოს კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტაჩი მეთაურობდა დამნაშავეობრივ ჯგუფს, რომელიც, სხვათა შორის, ვაჭრობდა დახოცილი სერბი ტყვეების ორგანოებით. სტრასბურგში დღეს ჩავიდა სერბიის მთავრობის წარმომადგენელი, რასიმ ლიალიჩი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელებთან შესახვედრად, რათა ეს საქმე სრულად გამოიძიონ.
XS
SM
MD
LG