Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე


დღეს დილით ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მდებარე შვიდ ობიექტზე, რომელთაც, როგორც ვარაუდობენ, პალესტინელი მეამბოხეები იყენებენ. ადგილობრივი ექიმების ცნობით, დაიჭრა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, დარტყმები მიტანილ იქნა გვირაბებზე, რომლებითაც ღაზაში არალეგალურად შეაქვთ იარაღი; აგრეთვე, იარაღის მწარმოებელ სახელოსნოებზე.
XS
SM
MD
LG