Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიებზე სალოცავებს აღადგენენ


თურქეთის ტერიტორიაზე იშხანის, ხანძთის, ოშკისა და ოთხთა ტაძრის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმსა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ოთხი მეჩეთი აღდგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა. ამასთან, მისივე განმარტებით ბათუმში მეჩეთის, პრაქტიკულად, თავიდან უნდა აშენდეს. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის აქტიურად მიმდინარეობს. "საჭიროა მეჩეთის ფუნქციის განსაზღვრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"-აღნიშნა ვაჩეიშვილმა. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქართული მხარე განახორციელებს ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების რესტავრაციას. "ნაცვალგების პირობა ხელშეკრულების მთავარი პრინციპია, სწორედ აქედან გამომდინარე, ქართული ტაძრების აღდგენის შემთხვევაში, თურქული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ოთხ მეჩეთს აღადგენს. კერძოდ - ბათუმში, ახალციხეში რაბას მეჩეთს, ქობულეთში კვირიკეს და სამცხეში კიდევ ერთ მეჩეთს", - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. ორ ქვეყანას სამინისტროებს შორის, სავარაუდოდ, შეთანხმება 2011 წელს გაფორმდება.
XS
SM
MD
LG