Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურგუტის აეროპორტში ნაპოვნია ავარიის შედეგად დამწვარი თვითმფრინავის თვითმწერი აპარატურა


რუსეთის ქალაქ სურგუტის აეროპორტში ნაპოვნია გუშინ ავარიის შედეგად დამწვარი თვითმფრინავის თვითმწერი აპარატურა. ე.წ. „შავმა კოლოფებმა“ დახმარება უნდა გასწიოს კატასტროფის მიზეზის გამოძიებაში. გამომძიებლები ყველა ვერსიას განხილილავენ, მათ შორის - ტერაქტსაც. შაბათს სამგზავრო თვითმფრინავის, ტუ-154-ის ძრავას აფრენის მცდელობისას ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი საწვავის ავზი აფეთქდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30 კვლავაც საავადმყოფოში რჩება. თვითმფრინავში 116 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG