Accessibility links

logo-print

რუსეთში აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას ბორის ნემცოვის 15 დღით დაპატიმრების შესახებ


რუსეთში აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილ ვიცე-პრემიერ ბორის ნემცოვის 15 დღით დაპატიმრების შესახებ. ნემცოვს კვირას მიუსაჯეს 15 დღით პატიმრობა, მოსკოვში 31 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ მილიციის მითითებების დაუმორჩილებლობაში ბრალდების საფუძველზე. რამდენიმედღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ამავე დემონსტრაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ ოპოზიციონერს - ედუარდ ლიმონოვს, კონსტანტინ კოსიაკინსა და ილია იაშინს. რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ანატოლი ჩუბაისმა დღეს განაცხადა, რომ დამაჯერებლად არ მიაჩნია ნემცოვის დაპატიმრების მიზეზები. ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარე სერგეი მიტროხინმა კი დაპატიმრებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებული ოპოზიციის ლიდერები.
XS
SM
MD
LG