Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ცენტრალურ ერაყში, კვირას ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს. განცხადებაში სხვა დეტალები არ არის მოყვანილი. ერაყში 50 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი რჩება მას შემდეგ, რაც 2010 წლის სექტემბერში ბოლო მოეღო ამერიკელების საბრძოლო ოპერაციებს ამ ქვეყანაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ ბაყუბაში მოწყობილი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG