Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა თავშესაფარი შესთავაზა ლორან გბაგბოს


ამერიკა კოტ-დ'ივუარის მოქმედ პრეზიდენტ ლორან გბაგბოს აშშ-ში თავშესაფარს სთავაზობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით. ვაშინგტონის განცხადებით, ამერიკა დაეხმარება გბაგბოს ”ღირსეულად წავიდეს”, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ ამ შესაძლებლობას ვადა სწრაფად გასდის. მანამდე დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ გბაგბო არ გადადგებოდა, მას ძალის გამოყენებით აიძულებდნენ პოსტის დაეტოვებას. გაერო და აფრიკის კავშირი 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გბაგბოს ოპონენტს, ალასან უატარას, მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG