Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესი აშშ-ს ელჩად შონ პენის ან ოლივერ სტოუნის დანიშვნას სთავაზობს


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გამოდის წინადადებით - აშშ-ის ელჩად კარაკასში ჰოლივუდის მსახიობი შონ პენი, ან რეჟისორი ოლივერ სტოუნი დაინიშნოს. ჩავესის ეს ინიციატივა მოჰყვა აშშ-ის მიერ ვენესუელის ელჩისთვის ვიზის შეჩერებას. თავის მხრივ, ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი კარაკასის მიერ აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის - ლარი პალმერის უარყოფით ახსნა. სამშაბათს ტელევიზიით გამოსვლისას ჩავესმა უთანხმოების გადაჭრის გზად შონ პენის, ან ოლივერ სტოუნის დანიშვნა დაასახელა. ახლახან სტოუნმა ლათინური ამერიკის მემარცხენე ლიდერებს, მათ შორის - ჩავესს ფილმი მიუძღვნა.
XS
SM
MD
LG