Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის შაჰის შვილმა თავი მოიკლა


შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გარდაცვლილი იპოვეს ირანის ბოლო შაჰის უმცროსი ვაჟიშვილი, ალიზერა ფაჰლავი, რომელმაც, როგორც ჩანს, თავი მოიკლა. ოფიციალური პირების განცხადებით, 44 წლის ფაჰლავის სიკვდილი გამოიწვია ერთადერთმა გასროლამ, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ფაჰლავის მოქმედების შედეგი იყო. შაჰის უფროსი ვაჟიშვილის, რეზა ფაჰლავის განცხადებით, მის ძმას წლების მანძილზე აწუხებდა დეპრესია, მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მამის და დის გარდაცვალება და დარდობდა ირანის ბედზე. ალირეზა ფაჰლავის მამის, შაჰ მოჰამად რეზა ფაჰლავის მმართველობა 1979 წელს დაამხეს, ირანში ისლამური რევოლუციის შედეგად. მონარქი ერთი წლის შემდეგ ეგვიპტეში გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი ლეილა კი - 2001 წელს ლონდონში.
XS
SM
MD
LG