დაღესტანში ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიჭრა, როცა მეამბოხეებმა სცადეს, გაქცეულიყვნენ შენობიდან, რომელსაც ალყა შემოარტყეს უშიშროების ძალებმა ქალაქ ხასავიურტში. ძალადობის შესახებ იუწყებიან დედაქალაქ მახაჩყალიდანაც. იქ დაიღუპა მილიციელი, რომელსაც ავტომანქანიდან ესროლეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიღუპა მაქანაში მყოფი სავარაუდო ექსტრემისტიც.
ყველაზე პოპულარული
1