Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი მზად არის სადავო კანონში ცვლილებების შესატანად


უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, მას სურს განმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც იწვევს ახალ კანონი მედიის შესახებ. ორბანის თქმით, უნგრეთი შეცვლის კანონს, თუ ამას ევროპა მოითხოვს, მაგრამ რაიმე ზეწოლისა და საგანგებო კამპანიების გარეშე. ამ შინარსის განცხადება მან გააკეთა ბუდაპეშტში, პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად, რომელიც მიესალმა ორბანის დაპირებას. უნგრეთში მედიის შესახებ ახალ კანონს, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა, ბევრი აკრიტიკებს, მათი აზრით, დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო.
XS
SM
MD
LG