Accessibility links

logo-print

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ერთ-ერთი წარმატებულია


„ჰერიტიჯ ფაუნდეიშნმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნეს მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. მასში შესული 183 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა განხილული. ესენია: ვაჭრობის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ინვესტიციის თავისუფლება, კორუფციის დონე, საკუთრების უფლებები და სხვ. ზედიზეტ მე-17 წელია, ჰონკონგსა და სინგაპურს პირველი და მეორე ადგილები უკავიათ ინდექსში. მათ მოსდევენ ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. პირველ ათეულში არიან ასევე კანადა, ირლანდია, დანია, შეერთებული შტატები და ბაჰრეინი. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს, ის მე-14 ადგილზეა. მას მოსდევენ ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი. ინდექსის მიხედვით, საქართველო 29-ე ადგილზეა. იგი ერთი ადგილით ჩამორჩება ჩეხეთის რესპუბლიკას. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის საქართველოს მე-4 მაჩვენებელი აქვს. რუსეთს ინდექსში 143-ე ადგილი აქვს მიჩენილი.
XS
SM
MD
LG