Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვაში პატივს მიაგებენ 20 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას


ლიტვაში პატივს მიაგებენ 20 წლის წინ ვილნიუსში, საბჭოთა ჯარების იერიშისას დაღუპულთა ხსოვნას. როგორც ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიტაუტას ლანდსბერგისმა განაცხადა პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე, „ლიტვა რომ ძალას დამორჩილებოდა და უკან დაეხია, ევროპის რუკა დღეს სრულიად განსხვავებული იქნებოდა“. 20 წლის წინ, 1990 წლის 13 იანვარს, 14 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაიჭრა, როცა საბჭოთა ჯარებმა ღამით იერიში მიიტანეს ტელევიზიის ანძაზე და რადიო- და ტელემაუწყებლობის შენობაზე. დღეს მთელს ლიტვაში სანთლები დაანთეს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG