Accessibility links

logo-print

აშშ-მ უარყო რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი საქართველოს დაჰპირდა ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიყიდვას. რამდენიმე რუსული სააგენტო და გაზეთი სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მესამე ქვეყნების გავლით, მილიონობით დოლარის ღირებულების შეიარაღებით უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, გასული წლის ბოლოს, ვაშინგტონში ვიზიტისას დაჰპირდნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ და სენატორი ჯონ მაკკეინი. ამ ინფორმაციას რია-ნოვოსტისთან საუბრისას სიცრუე უწოდა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს.
XS
SM
MD
LG