Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა


ტუნისიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტუნისის პრეზიდენტმა, ზინე ალ აბიდინე ბენ ალიმ, ქვეყანა დატოვა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ახლა კი იუწყებიან, რომ პრემიერ-მინისტრი მუჰამედ განუში შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ის პირობას დებს, რომ პატივს სცემს კონსტიტუციას და სტაბილურობას აღადგენს ქვეყანაში. ამ გადაწყვეტილებების ფონია საპროტესტო გამოსვლები და არეულობები ტუნისში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დედაქალაქში მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ. გუშინ ბენ ალიმ, რომელიც უკვე 23 წელია ტუნისის მმართველი, პირობა დადო, რომ გადადგება მისი პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადის 2014 წელს ამოწურვის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული კომპანიები ტუნისში მყოფი ტურისტების ევაკუაციას შეუდგნენ. სწორედ ტურიზმია ტუნისის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგი. უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, საპროტესტო აქციების დარბევისას 70-მდე ადამიანი იქნა მოკლული, მათგან 12 წუხელ დაიღუპა.
XS
SM
MD
LG