Accessibility links

logo-print

ავღანეთი ირანს აკრიტიკებს საწვავის დაბლოკვის გამო


ავღანეთში ზედიზედ მეორე დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია, ირანის საზღვარზე ავღანეთისაკენ მიმავალი საწვავმზიდების გაჩერების გამო. აქცია ქალაქ ჰერათში გაიმართა. დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოსთან ჩაიარეს პროტესტის გამოსათქმელად, მათ შორის ლოზუნგით „სიკვდილი ირანს“. ავღანეთის ვაჭრობის მინისტრ ანვარ ულ-ჰაკ აჰადის განცხადებით, საწვავით დატვირთული 2000-მდე სატვირთო მანქანა დგას საზღვარზე ჰერათიდან ასიოდე კილომეტრში და მათგან დღეში მხოლოდ 40-ს აძლევენ ირანიდან გასვლის უფლებას. აჰადიმ „გაუმართლებელი“ უწოდა ირანის ბლოკადას და განაცხადა, რომ ქაბულმა ყაზახეთს სთხოვა მისთვის 200 000 ტონა საწვავის დაუყოვნებლივ მიწოდება. ირანი „ტექნიკურ პრობლემებს“ ასახელებს დაბრკოლების მიზეზად.
XS
SM
MD
LG