Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებულია გადაწყვეტილება სააკაშვილისა და ობამას შეხვედრის ფორმატზე


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში გამართა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ეკონომიკის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობაზე. მანანა მანჯგალაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დაგეგმვისა და ორგანიზების შესახებ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მნიშვნელოვანი უწოდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენიელ იოჰანესთან.
XS
SM
MD
LG