Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ყოფილი დირექტორი


ამერიკის ქალაქ ლეიკ-რონკომკომაში 17 იანავრს გარდაიცვალა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ყოფილი დირექტორი იური გენდლერი. 75 წლის გენდლერის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. იური გენდლერი რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებაში 1974 წლიდან მუშაობდა, 1992-1998 წლამდე კი რუსულ სამსახურს ედგა სათავეში. 1968 წელს იური გენდლერი საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა და „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ სამწლიან სასჯელს იხდიდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. 1973 წელს ემიგრირებულ იქნა ამერიკის შერთებულ შტატებში
XS
SM
MD
LG