Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის თეატრს ჩიკაგოში ეპატიჟებიან


ბელორუსიის ”თავისუფალ თეატრს”, რომლის წევრებიც მთავრობის მხრიდან შევიწროებასა და დევნას განიცდიან, ჩიკაგოში ეპატიჟებიან. ”გუდმენის თეატრი” ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს ბელორუსიის თეატრს. ამერიკის თეატრალური საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო თეატრის დასის ზოგიერთი წევრი დევნას განიცდის.
XS
SM
MD
LG