Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი: ტუნისელები ისლამური წყობის დამყარების გზაზე დადგნენ


ირანის პრეზიდენტმა განაცხადა დღეს, რომ ტუნისელები ისლამური წყობის დამყარების გზაზე დადგნენ მას მერე, რაც ჩამოაგდეს დიქტატორი, რომელსაც დასავლეთი უჭერდა მხარს. ეს მაჰმუდ აჰამდინეჟადმა განაცხადა ქალაქ იაზდში, საიდანაც მისი გამოსვლა ტელევიზიით გადაიცა. სამშაბათს ირანის პარლამენტის 290 წევრიდან 229-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, მათი ფორმულირებით ტუნისელი ხალხის „რევოლუციურ მოძრაობას“. ტუნისის მოვლენებმა, რომელსაც „ჟასმინის რევოლუცია“ შეარქვეს, საპროტესტო გამოსვლებს უბიძგა არაბულ ქვეყნებში, ალჟირში, ეგვიპტესა და იორდანიაში.
XS
SM
MD
LG