Accessibility links

logo-print

ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოს ხორბლის მარაგი აქვს


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში რომელიმე პროდუქტის, მათ შორის შაქრისა და ხორბლის დეფიციტი არ არსებობს. ბაკურ კვეზერელმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკრაინიდან ხორბლის იმპორტის შესაძლო შეჩერების თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია უკრაინელ კოლეგებთან ბერლინში, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ექნება. ამასთან, მინისტრის თქმით, უახლოეს ხანში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ამ დროისთვის საქართველოს ხორბლის სოლიდური მარაგი აქვს.
XS
SM
MD
LG