Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დევნილთა გამოსახლება უქმე დღესაც გრძელდება


საზოგადოების წარმომადგენელტა პროტესტის მიუხედავად საქართველსო ხელისუფლება აგრძელებს დევნილთა გამოსახლების პროცესს დრობითი თავშესაფრის ადგილებიდან, რომლებიც დევნილებს, ხელისუფლების მტკიცებით, უკანონოდ აქვთ დაკავებული. შაბათს გამოსახლება მოხდა თბილისში მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრისა და სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი შენობებიდან. დევნილთა განცხადებით, მათ არ იციან, სად წაიყვანენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები. გამოსახლების პროცესს მონიტორინგს უწევდნენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები. დევნილებს სულ 22 ობიექტიდან გამოასახლებენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი რეგიონებში იცხოვრებენ.
XS
SM
MD
LG